სინოდის წევრი, ეპისკოპოსი დამიანე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

30.07.22 17:53
სინოდის წევრი, ეპისკოპოსი დამიანე ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავარი, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე ხუფენია ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.  შემთხვევა ცოტა ხნის წინ ქვემო ქართლში, მარტყოფთან, მოხდა. 

მეუფე დამიანე, ერისკაცობაში, მამუკა ხუფენია, ბერად 2004 წელს აღიკვეთა, ეპისკოპოსი კი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით, 2013 წელს გახდა.