20 წლის მირიან კუკავას მკვლელობა - 8 ადამიანის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

31.07.22 11:43
20 წლის მირიან კუკავას მკვლელობა - 8 ადამიანის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობისთვის დაკავებული მცხეთის სასამართლოში მიიყვანეს. მოსამართლემ დღეს 8 ადამიანის აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. გამორიცხული არ არის, ბრალდებულებმა დღეს პროცესზე დუმილი დაარღვიონ.

გამოძიება დავით ჯიჯეიშვილს ახალგაზრდის განზრახ მვკლელობას, 5 ახალგაზრდას ჯგუფურ ხულიგნობას, ხოლო 2 პოლიციისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში მცხოვრები 20 წლის ახალგაზრდა, მირიან კუკავა,  ცხვარიჭამიაში ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილის აღნიშვნის დროს მომხდარ  დაპირისპირებას შეეწირა. მას დანა გულის არეში ჩაარტყეს. 

ტრაგედია ცხვარიჭამიაში იმ დროს დატრიალდა, როდესაც ახალგაზრდები დაბადების დღეს ნაქირავებ სახლში აღნიშნავდნენ. 

მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ის  ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის,  შვილია.