გარდაბანში არასრულწლოვნები დაიკარგნენ - პოლიცია 12 და 13 წლის გოგონებს ეძებს
გარდაბანში ორი არასრულწლოვანი დაიკარგა. იძებნებიან 12 და 13 წლის გოგონები. ბავშვები ბოლოს თბილისშ ნახეს. მათი კვალი რკინიგზის ტერიტორიიდან ქრება.
ირკვევა, რომ მოზარდები 5 დღის წინ სახლიდან მაღაზიაში გავიდნენ, მშობლებს კი უთხრეს, რომ მალე დაბრუნდებოდნენ, თუმცა უკან არარ დაბრუნებულან. მოგვიანებით ოჯახის წევრებმა არასრუწლოვნების მიმოწერა ნახეს, სადაც მოზარდები მეგობარს ჰპირდებოდნენ, რომ მასთან ბათუმში ჩავიდოდნენ.
ძებნის ოპერაციაშ პოლიცია უკვე ჩართულია, თუმცა მოზარდების პოვნა მე-5 დღეა ვერ ხერხდება. ოჯახები შველას ითხოვენ.