"საჭიროა რეგულაციების მიღება" - პარაგლაიდინგის ფერედაცია შს მინისტრს აკრიტიკებს
პარაგლაიდინგის ფერედაცია შს მინისტრის წინააღმდეგ - ექსტრემალური სპორტის მოყვარულები მიიჩნევენ, რომ ვახტანგ გომალაური არ უნდა წყვეტდეს ვინ და სად იფირინოს.
"საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის" წარმომადგენლის, ირაკლი კაპანაძის თქმით, საჭირო რეგულაციები, ლიცენზიების შემოღება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
ის ადგილი, სადაც ეს ინციდენტი მოხდა, გარკვეულ მეტეოპირობებში, გარკვეული ქარის მიმართულების და სიმძლავრის შემთხვევაში, ძალიან რთული დაა სახიფათოა. რეგულაციების მიღების ერთადერთი სწორი გზა არის კვალიფიციური, კომპეტენტური დაინტერესებული პირების შეკრება. მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, თუ დააკვირდით... აი, მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, რას ნიშნავს ფრენები აიკრძალოს? ფრეები აიკრძალოს საერთოდ ყველგან საქართველოში? მოულოდნელი კატეგოირული აკრძალვები არასდროს კარგად არ მუშაობს, - ამბობს კაპანაძე.