დავით ჯიჯეიშვილმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა - რა ხდება დაკავებულების პროცესზე
20 წლის ახალგაზრდის მკვლელობისთვის დაკავებულმა დავით ჯიჯეიშვილმა დანაშაული ნაწილობრივ აღიარა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც საქმეში მონაწილე 8 პირის მიმართ მოსამართლე აღლვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.
ჯიჯეიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ სწორედ მან მიაყენა მირიან კუკავას დანით სასიკვდილო ჭრილობები. სხვა დეტალებზე ბრალდებულს არ უსაბრია.
მე დამნაშავედ იმაში ვცნობ თავს, რომ ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, - თქვა პროცესზე ჯიჯეიშვილმა.
ჯიჯეიშვილმა ასევე, თქვა, რომ ხულიგნობის ნაწილში ბრალს არ აღიარებს.
რაც შეეხება საქმის კიდევ ერთ მთავარ ფიგურანტს გიორგი ხორავას, რომელიც აგარაკზე დაწყებული ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია, სასამართლოზე არსებითი არაფერი უთქვამს. მისმა ადვოკატებმა პროცესზე ხოარავას გათვაისუფლება 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მოითხოვეს.
საქმეზე დაკავებული კიდევ 7 პირი ბრალს არ აღიარებს.
ამ წუთებში მოსამართლე ადვოკატების შუამდგომლობებს ისმენს.