მკვლელობა დაბადების დღეზე - მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა
ცხვარიჭამიაშ მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ვაჟა ფუხაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
საქმის მთავარი ფიგურანტი დავით ჯიჯეიშვილის მოსამართლის გადაწყვეტილებას არ დასწრებია. ის თავს შეუძლოდ გრძნობდა.
მომდევნო წინასასამართლო პროცესი 19 სექტემბერს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მცხოვრები 20 წლის ახალგაზრდა, მირიან კუკავა, ცხვარიჭამიაში ერთ-ერთი არასრულწლოვანის იუბილის აღნიშვნის დროს მომხდარ დაპირისპირებას შეეწირა. მას დანა გულის არეში ჩაარტყეს.
ტრაგედია ცხვარიჭამიაში იმ დროს დატრიალდა, როდესაც ახალგაზრდები დაბადების დღეს ნაქირავებ სახლში აღნიშნავდნენ.
მირიან კუკავა მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. ის ცნობილი ექიმის, ნინო ვაშაკიძის, შვილია.