ხელჩართული ჩხუბი ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში - დაწყებულია გამოძიება

31.07.22 19:51
ხელჩართული ჩხუბი ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში - დაწყებულია გამოძიება

ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ხელჩართულ ჩხუბზე, რომელშიც ათეულობით ადამიანი მონაწილეობდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

როგორც "პირველებმა" გაარკვია, შემთხვევა გუშინ მოხდა.  რესტორანში ახალგაზრდების ორი ჯგუფი ქეიფობდა, რომლებიც წინასწარ შეთანხმდნენ, რომ გლოვის დღის გამო, მუსიკას არ ჩართავდნენ, თუმცა, შეზარხოშებული ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა რესტორანში მუსიკა მაინც ჩართო, რასაც ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  უკვე იდენტიფიცირებულია ხელჩართულ ჩხუბში მონაწილე ყველა პირი და დაწყებულია გამოითხვები. 

ვიდეოს გვერდი - იურისპრუდენცია ავრცელებს.