რუსი ოკუპანტების ახალი მსხვერპლი - 71 წლის კაცი სავარაუდოდ, დაგვიანებული მკურნალობის გამო გარდაიცვალა
რუსი ოკუპანტების ახალი მსხვერპლი - 71 წლის თენგიზ მარტიაშვილი სავარაუდოდ, დაგვიანებული მკურნალობის გამო გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმმა მძიმე ავადმყოფი ახალგორიდან სამკურნალოდ არ გამოუშვა. ექიმებმა ვერც ადგილობრივ კლინიკაში და ვერც ცხინვალის საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ აღმოუჩინეს. ოჯახი უშედეგოდ ცდილობდა მის გადმოყვანას. საბოლოოდ, დაგვიანებული მკურნალობა მცხეთის საავადმყოფოში ფატალურად დასრულდა.
ახალგორში უმძიმესი ვითარებაა. რეჟიმი მას შემდეგ კიდევ უფრო გამკაცრდა, რაც იქ გამგებლად ახალი პრორუსი მმართველი დანიშნეს.
მამაკაცს ყირიმ კონგოს დაავადება აღენიშნებოდა.