ომს გამოქცეული უკრაინელები ღია ცის ქვეშ რჩებიან - საქართველოში ჩამოსულ დევნილებს მერიამ დაფინანსება შეუწყვიტა
ომს გამოქცეული უკრაინელები ღია ცის ქვეშ რჩებიან - საქართველოში ჩამოსულ დევნილებს მერიამ დაფინანსება შეუწყვიტა. კახა კალაძის გადაწყვეტილება მძიმე აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ დრომდე სასტუმროებში იყვნენ შესახლებული. ახლა არ იციან, რა უნდა ქნან და ვის მიეკედლონ.
თბილისის მსგავსად ანალოგიური ვითარებაა ბათუმშიც. აქაც პუტინის ომს გამოქცეული უკრაინელები თავშესაფრის გარეშე რჩებიან.
25 მარტს ბავშვებთან ერთად ჩამოვედით ოდესიდან საქართველოში. ჩვენ უკვე 4 თვეა, აქ ვიმყოფებით. გაუგებარია, სად წავიდეთ და რითი დასრულდება ეს ყველაფერი. არ ვიცით რა ვქნათ. ახლობლებმა დატოვეს საქართველო, ჩვენ აქ ვრჩებით, ველოდებით ნაცნობებს, თუმცა მოვლენ თუ არა, ეგეც არ ვიცით"- აცხადებს ერთ-ერთი უკრაინელი.