მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

01.08.22 11:59
მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა - არტისტი "პირველ საუნივერსიტეტო" კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე, იყო  მოთავსებული. 

ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა მიღებული დაზიანებები სიციცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. 

მომღერალი ნატახტართან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა.  ორი დღის წინ  ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამი კი დაშავდა. საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.