კაცი ცოლს არასრულწლოვანი შვილების გადამალვაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა კაცი მეოთხე დღეა, შვილებს ეძებს - გიორგი ასანიძე მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების გადამალვაში ადანაშაულებს. კაცი ირწმუნება, რომ ცოლისგან არაერთხელ გახდა ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი. ასანიძემ მეუღლეს სასამართლოშიც უჩივლა.
ასანიძის მტკიცებით, როცა ის შვილების სანახავად მიდიოდა, ყოფილი ცოლი ფიზიკურად უსწირდებოდა. მისივე მტკიცებით, ბავშვები არასათანადო პირობებში ცხოვროვეობენ.
მისივე თქმით, რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრმა ქალს დაუზუსტებელი ფსიქოლოგიური აშლილობის დიაგნოზი დაუსვა. ახალგაზრდა კაცი დახმარებას ითხოვს, მიმართა სოციალურ სააგენტოს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, თუმცა ამბობს,რომ შესაბამისი რეაგირება არასრლწლოვნების გადამალვის ფაქტს არ მოჰყოლია.
მეოთხე დღეა, ბავშვები არიან დაკარგულები, მე რომ იქ მივიდე და ბავშვების დედამ მნახოს, ფიზიკურად მისწორდება, აგრესიულია, დაავადებულია, ცუდად არის, ფსიქოლოგიურად არის ცუდად.
მანქანაც დამიზიანა, შემაკავებელი ორდერიც დაარღვია. სამი მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, მოძალადეა, რომელიც ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ბავშვები გაურკვეველი მიმართულებით გაჰყავს და ფერმაში მალავს, 9-ჯერ მივმართე, რომ ბავშვები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, მობრძანდით მისამართზე და შეამოწმეთ.
როცა მოვიდა სოციალური მუშაკი, სახლში არც შესულა, ისე დაწერა დასკვნა, რომ ყველაფერი რიგზეა. - აცხადებს გიორგი ასანიძე.