ვაზიანში დაკარგული 12 და 13 წლის გოგოები თბილისში იპოვეს

01.08.22 13:28
 ვაზიანში დაკარგული 12 და 13 წლის გოგოები თბილისში იპოვეს

საპატრულო პოლიციამ გარდაბანში მცხოვრები ორი არასრულწლოვანი გოგო  თბილისში იპოვა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 

არასრულწლოვნებს ოჯახი და პოლიცია  5 დღის განმავლობაში ეძებდა. ირკვევა, რომ მოზარდები სახლიდან მაღაზიაში გავიდნენ, მშობლებს კი უთხრეს, რომ მალე დაბრუნდებოდნენ, თუმცა უკან არარ დაბრუნებულან. მოგვიანებით ოჯახის წევრებმა არასრუწლოვნების მიმოწერა ნახეს, სადაც მოზარდები მეგობარს ჰპირდებოდნენ, რომ მასთან ბათუმში ჩავიდოდნენ.