გუდაურის ხევში დაშავებულ პარაპლანისტს შესაძლოა ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს

01.08.22 14:08
გუდაურის ხევში დაშავებულ პარაპლანისტს შესაძლოა ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს

გუდაურის ხევში დაშავებულ პარაპლანისტს შესაძლოა ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს. ექიმების თქმით, 32 წლის ნუგზარ რაზმაძის ჯანმრთელობის მდგოამრეობა მძიმეა და პაციენტს მრავლობით დაზიანებები აქვს.

მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მძიმეა. პალატაშია, გონზეა თუმცა გადაადგილება შეზღუდულია. სხეულზე მრავლობითი ტრამვული დაზიანებები აღენიშნება - სისხლჩაქცევები, მრავლობითი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოზე. მარჯვენა კიდურზე აღენიშნებოდა დიდი ნაფლეთოვანი ჭრილობა. რის გამოც საჭირო გახდა, ოპერაციული ჩარევა. დაჩირქების ალბათობა ძალიან დიდია, რადგან საკმაოდ დაბინძურებული ჭროლობა იყო. 

ალბათობა, რომ ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს, დიდია, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ პაციენტი ამ მდგომარეობამდე არ მივიდა.