კრიმინალური ვენდეტა თბილისის ცენტრში - დაქირავებულმა ქილერმა "დოლიძის საძმოს" წევრი ჩაცხრილა
კრიმინალური ვენდეტა თბილისის ცენტრში - "ტვ. პირველის" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ დოლიძის საძმოს წევრი, "ათანელა", იგივე ლევან ათანელაშვილი, ჩაცხრილეს.
ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცს ქილერმა ესროლა, რომელიც ერთ-ერთი საკურიერო კომპანიის ფორმაში იყო ჩაცმული და ცეცხლი მოპედიდან გახსნა.
ქილერმა ძმები ათანელიშვილებიდან ერთ-ერთს ერთი მჭიდი დააცალა.
შემთხვევის ადგილი პოლიციას აქვს შემოსაზღვრული, ჩაკეტილია დოლიძის ქუჩამდე მისასვლელი გზები.