უარი განაცდურის მიღებაზე - "უსინათლოთა კავშირში" პროტესტი გრძელდება

02.08.22 11:49
უარი განაცდურის მიღებაზე - "უსინათლოთა კავშირში" პროტესტი გრძელდება

"უსინათლოთა კავშირში" პროტესტი გრძელდება. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულებს სამსახურში აღდეგნა შესთავაზეს, თუმცა განაცდურის მიღებაზე უარი უთხრეს. ეს გადაწყვეტილება კი პროტესტის მონაწილეებისთვის მიუღებელია.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მუშაობა ისედაც  მიზერულ ხელფასზე უწევთ, ამიტომ ამ პირობას არ თანხმდებიან.

"უსინათლოთა კავშირში" კი აცხადებენ, რომ განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ჯერ პოზიციები შეჯერებული არ აქვთ.

არ არის საუბარი განაცდურთან დაკავშირებით, იქ არის საუბარი, რომ ჩვენ მივიღებთ ყველა თანამშრომელს. განაცდურთან დაკავშირებით, მე ვუთხარი ქალბატონ ლელას, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით პოზიციები არ გვაქვს შეჯერებული. რომ მოვიდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად, იქვე ვუთხარი, რომ მოეწერათ ხელი და აღარ გადაედოთ ეს საკითხი და შემდეგ უკვე ვიმსჯელებდით იძლებით განაცდურზე. თუ მათთვის მიუღეელი აღმოჩნდებიდა, შემდეგ უკვე სასამართლოს განხეილა ეს საკითხი“. - ამბობენ "უსინათლოთა კავშირში".