მცირდება საპარკინგე ადგილები, იზრდება მწვანე ზონები - იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი აშენდება
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მშენებლობის პროექტში ცვლილებები შევიდა-განცხადება თბილისის მერმა გააკეთა.
ცვლილებების მიხედვით, მცირდება საპარკინგე ადგილები, მათ ადგილზე კი გამწვანებული და სპორტული ზონები განთავსდება.
კახა კალაძის ინფორმაციით, პროექტს მთლიანად ფონდი ,,ქართუ" დააფინანსებს.
საქველმოქმედო ფონდი ,,ქართუ" და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა მხოლოდ ამ სივრცის მუნიციპალიტეტზე გადაცემით.
რაც იქნება ჩასატარებელი, გამწვანება, მოწესრიგება, რეაბილიტაცია, ყველა სამუშაოს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მივიღოთ ძალიან მაგარი რეკრეაციული სივრცე, ეს ადამიანი იღებს საკუთარ თავზე, მუნიციპალიტეტს არ ექნება დასახარჯი არც ერთი თეთრი. - განაცხადა კახა კალაძემ.