დაუშვებენ თუ არა უცხოელ სპეციალისტებს სააკაშვილის ექპერტიზის პროცესში? - ექიმების მოთხოვნა სამინისტროს
დაუშვებს თუ არა „ქართული ოცნება“ უცხოელ სპეციალისტებს სააკაშვილის ექპერტიზის პროცესში? ამერიკელი სპეციალისტების ექპერტიზის პროცესში ჩართვის შესახებ ოფიცალურ მოთხოვნას ჯანდაცვის სამინიტრო დღეს მიიღებს. დოკუმენტი ცენტრ "ემპათიას" უკვე მზად აქვს.
ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უფრო მძიმდება, რაც რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობამ გამოიწვია.
ამერიკელი ექსპერტები ჩაერთვებიან „ემპათიას“ ეგიდით მიმდინარე სასამართლო-სამედიცინო კომისიურ ექსპერტიზაში. შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ ორი ექსპერტის დოკუმენტაციას. დღეს ველოდებით მესამე ექსპერტის დოკუმენტაციასაც. ვმუშაობთ დასკვნაზე და ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან ერთად მოხდება შეჯამება. არ იყო არც ერთი რეკომენდაცია გათვალისწინებული რომელსაც გასცემდა ცენტრი „ემპათია“ და სხვა სამედიცინო კონსილიუმები. შესაბამისად მივიღეთ მდგომარეობის დამძიმება“. - ამბობს ჯიშკარიანი.
„ემპათიის“ ექსპერტები ასევე იმაზეც საუბრობენ, რომ თუ ერთ კვირაში ჯანდაცვის სამინისტრომ უცხოელი ექსპერტების ჩართვის თემა არ მოაგვარა, გამოვა, რომ, ისინი შეგნებულად აფერხებენ პროცესს.
აკერმანის ცენტრის სპეცილისტები, ვინც მესამე პრეზიდენტის სამედიცინო ისტორიას რამდენიმე კვირაა სწავლობენ, ქვეყნაში რამდენიმე დღეში ელოდებიან.