როდესაც საჯარო მოხელე ეწირება სხვისი სიცოცხლის გადარჩენას, ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს გმირობის კვალიფიკაცია - მინისტრი

02.08.22 13:37
როდესაც საჯარო მოხელე ეწირება სხვისი სიცოცხლის გადარჩენას, ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს გმირობის კვალიფიკაცია - მინისტრი

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა. 

მან საქართველოს მოსახლეობას მომხდარი ტრაგედია მიუსამძიმრა.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს საზოგადოებას, ეს იყო ჩვენი ტრაგედია, როდესაც საჯარო მოხელე ეწირება სხვისი სიცოცხლის გადარჩენას, ამას  საზოგადოებამ თავისუფლად შეიძლება მიანიჭოს გმირობის კვალიფიკაცია“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.