საფრანგეთში დააკავეს ქართველი, რომელიც თავს უკრაინელ ლტოლვილად ასაღებდა
ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთში დაკავებული ქართველი თავს უკრაინელ ლტოლვილად ასაღებდა. ირკვევა, რომ 60 წლის კაცი ადმინისტრაციულ ცენტრში ყალბი პასპორტით მივიდა და საფრანგეთში დროებით ბინადრობის ნებართვას ითხოვდა.