ქვყანა დაღუპულ გმირებს გლოვობს - გუდაურში დაღუპული 8 ადამიანის ცხედარი სამების ტაძრიდან გამოასვენეს

02.08.22 14:44
ქვყანა დაღუპულ გმირებს გლოვობს - გუდაურში დაღუპული 8 ადამიანის ცხედარი  სამების ტაძრიდან გამოასვენეს

ქვყანა დაღუპულ გმირებს გლოვობს - გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული 8 ადამიანის ცხედრი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს.

სასაზღვრო პოლიციის  ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული  ექიმების, მაშველებისა და მფრინავების სამოქალაქო  პანაშვიდზე დილიდან  ხალხის ნაკადი არ წყდება. 

დაღუპულებს დღეს პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პოლიტიკოსებმა.

რამდენიმე წუთის წინ ილია მეორემ სამძიმრის წერილი გაავრცელა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაღუპულები მედლით დაჯილდოვდებიან.