ჩვენ მეგობრები დავკარგეთ! - ვახტანგ გომელაური გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულებზე
"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გარდაცვლილთა ოჯახებს მინიმალურად მაინც შევუმსუბუქოთ ტკივილი" - შინაგან საქმეთა მინისტრმა გუდაურში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. ძალიან მძიმეა ყველასთვის, განსაკუთრებით, მათი ოჯახებისთვის. ძალიან მძიმე ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო უმეტესობა, 6 ადამიანი.
ძალიან მნიშვნელოვანი, გამოცდილი კადრი დავკარგეთ. ისინი არა მართო ჩვენი თანამშრომლები, მეგობრები იყვნენ, წლებია, მათ პირადად ვიცნობდი ბატონ ზაზას, ლევანს. გული დაგვწყვიტა ყველას.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს მობრძანდა და მიუსამძიმრა.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მინიმალურად მაინც შევუმსუბუქოთ ეს დიდი ტკივილი, ოჯახებს მივხედავთ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლება ხაზს ვუსსვამ, ის ტკივილი მინიმალურად მაინც რომ შევუმსუბუქოთ მათ ოჯახებს - თქვა ვახტანგ გომელაურმა.
გუდაურში, პარაპლანის მგზავრების გადარჩენის ოპერაციის დროს შსს-ს კუთვნილმა ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 8-ვე პირი ადგილზე დაიღუპა.