დღევანდელი დღე არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე - იუსტიციის მინისტრი

02.08.22 15:06
დღევანდელი დღე არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, სამების საკათედრო ტაძარში, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. 

„დღევანდელი დღე არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე. დაღუპულია 8 ადამიანი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გაიღო. მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუსურვო დიდი გამძლეობა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

გუდაურში, პარაპლანის მგზავრების გადარჩენის ოპერაციის დროს შსს-ს კუთვნილმა ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 8-ვე პირი ადგილზე დაიღუპა.