რუსული უიარაღო ოკუპაცია - ბათუმში საქართველოს მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან

04.08.22 15:40
რუსული უიარაღო ოკუპაცია - ბათუმში საქართველოს მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან

საქართველოში რუსეთს მოქალაქეების უპრეცედენტო რაოდენობაა შემოსული - ქვეყნაში ფაქტობრივად აღარ დარჩა არცერთი ქალაქი და სივრცე სადაც რუსეთის მოქალაქეები არ არიან.

ქუჩებში, რესტორნებში, ბარებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ყველგან ოკუპანტის ენა და ისმის.

ზღვისპირეთში რუსეთის მოქალაქეებმა საკუთარი ობიექტების გახსნა დაიწყეს. მტკიცებულებები  დღეს "ტვ პირველმა" მოიპოვა.

"პირველების" გადამღები ჯგუფი  ბათუმში რამდენიმე რესტორანში იმყოფებოდა, ირკვევა, რომ ადგილზე ქართულ ენაზე მომსახურებაზე კატეგორიულ უარს ამბობენ და მენიუსაც პერსონალი მომხმარებელს ოკუპანტის ენაზე სთავაზობს.

თემის გასარკვევად მისულ "ტვ პირველის" ჟურნალისტებს ობიექტზე განსაკუთრებული აგრესიით დახვდნენ, პერსონალი კითხვებმა წყობიდან იმდენად გამოიყვანა რომ არხის ოპერატორს თავისუფლება აღუკვეთეს  და ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.