კლინიკაში 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა - რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყო
ექიმების შეცდომა თუ უბედური შემთხვევა? - გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა 7 წლის მოზარდის კლინიკაში გარდაცვალების მიზეზი.
მანაგაძის კლინიკის მედპერსონალის ნაწილი ამ წუთებში პოლიციას ჩვენებს აძლევს, ნაწილი კი უკვე გამოიკითხა.
სამართალდამცავებს ჩვენება მისცა იმ ანესთეზიოლოგმაც, რომლის შეცდომასაც ოჯახის მტკიცებით, 7 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
შს სამინისტრომ 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უროლოგიის ეროვნული ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო.
გიორგი ადმიას ცხედარი ექსპერტიზის შემდეგ სენაკში გადაასვენეს.ოჯახი ექიქმების დასჯას ითხოვს. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბიჭი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. ბავშვის დედის განცხადებით, მოზარდს ანესთეზიის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.