წამება პოლიციელების მხრიდან - სტრასბურგის სასამართლომ 55 წლის ზვიად მთავრიშვილის საქმე წარმოებაში მიიღო
კიდევ ერთი უმძიმესი საქმე, რომლიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ევროპულ სამართლოში გაიგზავნა. სტატბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 55 წლის ზვიად მთავრიშვილის საქმე წარმოებაში მიიღო.
საქმე პოლიციელების მხრიდან ჩადენილ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ეხება. ოჯახის მტკიცებით, მთავრიშვილი პოლიციის განყოფილებაში ცემეს, მიყენებული დაზიანებებით კი ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
პირდაპირი მტკიცებულებებისა და ჩვენებების მიუხედავად პროკურატურამ აღნიშნული საქმე წლების წინ თაროზე შემოდო და არავინ დაუსჯია.
ძალადობაში ბრალდებული პოლიციელები კი მუშაობას ახლაც აგრძელებენ. გარდაცვლილი ოჯახი სიმართლის დადგენას ახლა ევროსასამართლოში ეცდება.
პოლიციის თანამშრომლებმა ცემეს. ხუთნი იყვნენ. როგორც კი დააკავეს და ჩასვეს, თავში ბოთლი შემოარტყეს ეგრევე. უთქვამს, რათა მცემთო და უარესად წაუშინეს.
იმ ღამესვე ერთი მუჭა გამაყუჩებელი მივეცი ჩემს ძმას, მაგრამ არ გაუყუჩა ტკივილი. მარცხენა მხარეს ჰქონდა საშინელი ტკივილები - იხსენებს ,,ტვ პირველთან" გარდაცვლილი ზვიად მთავრიშვილის და.