პირდაპირ აგრესიაზე გადმოვიდა და ფიზიკურად გამისწორდა - ადვოკატი პოლიციის მაღალჩინოსანს ძალადობაში ამხელს

20.04.21 11:53
 პირდაპირ აგრესიაზე გადმოვიდა და  ფიზიკურად გამისწორდა - ადვოკატი პოლიციის მაღალჩინოსანს ძალადობაში ამხელს

ადვოკატი როლანდ შონია პოლიციასთან დაპირისპირების დეტალებს იხსენებს. შონია აღნიშნავს, რომ ოცმეთაური ლევან ჯაიანი მას აგრესიულად მოექცა, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

მანქანაში ვიჯექი და როცა გადმოვედი, გავიკეთე პირბადე. მოვიდა პოლიციელი, რომელიც თავიდანვე არაკორექტულად იქცეოდა, გადმოვიდა აგრესიაზე, დაიწყო ადვოკატების ლანძღვა, თქვენ თავში გაქვთო ავარდნილი, განმარტების გარეშე ფიზიკურად გამისწორდა, მაქვს დაზიანები წინა მხრის არეში,  არ ეკეთა კამერა, როცა ვკითხე, კამერა რატომ არ გიკეთია-მეთქი, მიპასუხა, ოცმეთაური ვარ და არ მევალებაო. რატომ ჰქონდა ადვოკატების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა, არ ვიცი - აღნიშნავს ადვოკატი.

ინციდენტის შემდეგ ადვოკატი შეუძლოდ გახდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ,,ადვოკატთა ასოციაციამ" განცხადება გაავრცელა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარის დაუყონებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა.