"ემპათია" სააკაშვილის მიმართ გლდანის ციხეში განხორციელებული ძალადობის სრული მასალის გასაჯაროებას ითხოვს

04.08.22 17:29
"ემპათია"  სააკაშვილის მიმართ გლდანის ციხეში განხორციელებული ძალადობის სრული მასალის გასაჯაროებას ითხოვს

ცენტრი "ემპათია" მიხეილ სააკაშვილის მიმართ გლდანის ციხეში განხორციელებული ძალადობის სრული მასალის გასაჯაროებას ითხოვს. მარიამ ჯიშკარიანი  ამბობს, რომ ვიდეო ფირების  შესწვალა სპეციალისტებს სრულყოფილი ექსპერტიზის დასკვნისთვის  სჭირდებათ.

სახელმწიფო ინსპექტორისგან ჩვენ გამოვითხოვეთ ვიდეო მასალა სრული, რომელიც ასახავს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ნომერ მე-12 დაწესებულებიდან ნომერ მე-18 დაწესებულებაში. ვითხოვთ კადრებს გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან 27 დეკემბრის მდგომარეობით, სადაც ასევე ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. ასევე ვითხოვთ, თუკი ასეთი არსებობს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს. გამოიკვეთა სხვადასხვა გარემოება, დიაგნოზები, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს აღნიშნული ძალადობის ფაქტებთან. ამას ასევე ითხოვენ ჩვენი კოლეგები ამერიკიდან, ვინაიდან, თქვენ იცით, რომ  მიმდინარეობს კომპლექსური და კომისიური ექსპერტიზა“ - თქვა ჯიშკარიანმა.  

მესამე პრეზიდნეტზე გლადის ციხეში განხორციელებული ძალადობის კადრების ნაწილი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა, თუმცა სრულ ვიდეო მასალა ხელისუფლებას თვეებია საგამოძიებო სამსახურში თაროზე აქვს შემოდებული.
 

მსგავსი სიახლეები