მამუკა ონაშვილი მახათას მთაზე, ახალ პანთეონში, დაკრძალეს

04.08.22 17:33
მამუკა ონაშვილი მახათას მთაზე, ახალ პანთეონში, დაკრძალეს

საზოგადოება მამუკა ონაშვილს დაემშვიდობა. ქართული ესტრადის ვარსკვლავი  მახათას მთაზე, ახალ პანთეონში, დაკრძალეს.

მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა, სადაც ის ორი დღის განმავლობაში იყო დასვენებული.

ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 30 ივლისს, ნატახტართან მომხდარ ავტოავარიას ემსხვერპლა.