უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად - სამოქალაქო საზოგადოება ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს
ხელისუფლებისგან მიტოვებული უკრაინელი დევნილები ქართული საზოგადოების დახმარების იმედად დარჩნენ. სამოქალაქო სექტორმა ღია ცის ქვეშ დარჩენილი უკრაინელების დასახმარებლად ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო.
გავერთიანდეთ უკრაინელებისთვის - ამ სახელწოდებით დღეიდან კამპანიას იწყებს ფონდი ,,ღია საზოგადოებაც", არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება, ხელოვანები, არტისტები ერთი მიზნისთვის ერთიანდებიან - დაეხმარონ უკრაინის მოქალაქეებს, ვინც სახელმწიფომ ქუჩაში გაყარა.
უკრაინიდან ლტოლვილთა რიცხვის ოფიციალური მონაცემები ყოველდღიურად იმატებს. ფონდ ,,ღია საზოგადოებაში" საათობრივად იზრდება რეგისტრირებული უკრაინის მოქალაქეების რაოდენობაც. ბოლო ორ დღეში ამ ადამიანების რიცხვი 345 -ს შეადგენს. მათი უმეტესობა მრავალშვილიანი ოჯახია.
ომის დაწყების დღიდან საქართველოს თავი 2300-მა უკრაინელმა შეაფარა, მათ შორის, მცირეწლოვანმა ბავშვებმა და ხანდაზმულებმაც, თუმცა 3 თვეში ხელისუფლებამ მათ სასტუმროები დაატოვებინა და ქუჩაში გამოყარა.
ვრცლად ნახეთ სესილი ბოკერიას სიუჟეტში: