მეუფე პეტრესთან სახლში ვიზიტი იწვევს ეჭვს, რომ სახლშიც ისმინებოდა - ჟურნალისტები მოსმენების საქმეზე გამოიკითხებიან
სუსიდან გამოტანილი ფაილების საქმეზე პროკურატუაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. შოთაძის უწყებაში დღეს გამოკითხვაზე იმ ჟურნლისტებს ელოდებიან,-ვისაც წლების განმავლოაბში სუს-ი უკანონოდ უსმენდა და იწერდა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, სალომე ჩადუნელის თქმით, მას ეჭვი აქვს, რომ სახლშიც იყო დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა, რადგან სწორედ მეუფე პეტრესთან სახლში მისვლის დროს ჩაწერილი დიალოგი მოხვდა სუს-ის კრეფსებში.
სხვა გზა არ აქვს საქართველოს პროკურატურას, რადგან ჩვენ ვართ დაზარალებულები. ფაქტია, რომ ამდენი ხანი აჭიანურებს გამოძიებას. მე რამდენიმე თვის წინ მივმართე გამოძებას და უკვე დაბარებული ვარ გამოკითხვაზე და ფაქტია, რომ ის ჩანაწერები, რომლებიც არის სუს-ის კრეფსებში არის ავთენტური და მე, ვადასტურებ ყველა იმ დიალოგს, რომლებიც მქონდა სასულიერო პირებთან სუს-ის კრეფსების მიხედვით. ერთ-ერთი ეპიზოდი, მაგალითად მეუფე პეტრესთან სახლში ვიზიტი, იწვევს ეჭვს, რომ შესაძლოა სახლშიც ისმინება, იმიტომ რომ გაუგებარია საიდან მიიღო ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“- ამბობს სალომე ჩადუნელი.
თვეებია ჟურნლაისტები იმ პირების იდენტიფცირებას ითხოვენ, ვინც უკანონო მიყურადების ბრძანებას გასცემდა, თუმცა პროკურატურა საქმეს ფორმალურად იძიებს და დაზარალებულის სტატუსი მინიჭებაც კონკრეტული პირებისთვის მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსმენების საქმის უპრეცედენტო სკანდალი წარმოებაში ევრო სამართლომ მიიღო.