ხმაური გორში - სოფელ ზეღდულეთში ერთმანეთს პოლიცია და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ
ხმაური და დაპირისპირება გორში. სოფელ ზეღდულეთში ერთმანეთს პოლიცია და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ.
ჩხუბის მიზეზი სოფლის მოსახლეობის პროტესტი გახდა. ქუჩაში გამოსულმა ხალხმა ეკონომიკის სამინისტროს მიერ საძოვრების გასხვისება გაააპროტესტა და ავტობანის გადაკეტვა სცადა, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.
კიდევ ერთი დაპირისპირება ადგილზე გორის მერის მოადგილის გამოჩენას მოჰყვა. თამაზ შიოშვილი ზეღდულეთის მოსახლეობას უმტკიცებდა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილების შეცვლა არ შეეძლო, ამიტომაც მოსახლეობა არსებულ რეალობა უნდა შეეგუოს.
ზეღდულეთის მოსახლეობა ამჯამად ფეხით მიემართება გორის მერიის მიმართულებით, სადაც აქციის გამართვასა და მერ ვლადიმერ ხინჩიგაშვილთან შეხვედრას გეგმავს.
მოსახლეობა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც გორის მერი გახდა, ხინჩიგაშვილი მათ არ შეხვედრია და არც მათი პრობლემების შესახებ გაურკვევია რამე.