მოსმენების საქმე - ჟურნალისტი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას სტრასბურგში აპირებს

05.08.22 14:16
მოსმენების საქმე - ჟურნალისტი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას სტრასბურგში აპირებს

მოსმენების საქმე - „ფორმულას“ ჟურნალისტი სალომე ჩადუნი გამოკითხვაზე მივიდა. პროკურატურაში ის მედია ომბუდსმენთან, ნათია კაპანაძესთან ერთად იმყოფება.

ჟურნალისტი  დაზარალებულის სტატუსის მოლოდინშია და ამბობს, რომ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას, დაზარალებულის სტატუსის მიღების შემდეგ უკვე სტრასბურგში აპირებს.

„პროკურატურამ ყველა ვადა დაარღვუია დაზარალებულის სტატუსის მინიჭების. უჩვეულოა, რომ თბილისის პროკურატურა ჩქარობს და მასიურად იძახებს ჟურნალისტებს გამოკითხვაზე და აძლევს მათ დაზარალებულის სტატუსს. მიუხედავად მათი დაჩქარებისა, მე მაინც მაქვს მოლოდინი, რომ ეს გამოძება იქნება ფასადური, როგორც ყველა ის გამოძება, რომელიც უკავშირდება ჟურნალისტებს“ - თქვა სალომე ჩადუნელმა. 

თვეებია ჟურნალისტები იმ პირების იდენტიფცირებას ითხოვენ, ვინც უკანონო მიყურადების ბრძანებას გასცემდა, თუმცა პროკურატურა საქმეს ფორმალურად იძიებს და დაზარალებულის სტატუსი მინიჭებაც კონკრეტული პირებისთვის მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსმენების საქმის უპრეცედენტო სკანდალი წარმოებაში ევრო სამართლომ მიიღო.