სასამართლომ "ანტიკორუფციულ მოძრაობას" განაჩენი გამოუტანა - მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილებულია

05.08.22 14:59
სასამართლომ "ანტიკორუფციულ მოძრაობას" განაჩენი გამოუტანა -  მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილებულია

სასამართლომ, არასამთავრობო სექტორს განაჩენი გამოუტანა - უჩა მამაცაშვილის სარჩელი "ანტიკორუფციული მოძრაობის " წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილებულია.

არასამთავრობო ორგანიზაციის  წევრებს მოსამართლემ, ივანისვილის დეიდაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხდებების უარყოფა  და ჯამში 10 000 ლარის გადახდა დააკისრა.

ანტიკორუფციული მოძრაობის წერვებს უჩა მამაცაშვილისთვის ადოვკატის ხარჯების დაფარვა და სასამართლოს ბაჟის- 50 ლარის გადახდაც მოუწევთ.

"ანტიკორუფციული მოძრაობის" უფლებადამცველი ამბობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

რაც შეეხება უჩა მამაცაშვილის ადვოკატს, ამირან გიგუაშვილი ამბობს, რომ "ანტიკორუფციული მოძრაობა" ფინანსდება კეზერაშვილის მიერ და ისინი მოქმედებენ კერძო ინტერესებისდან გამომდინარე.

განაჩენის გამოცხადებამდე სხდომათა დარბაზში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ლევან ხაბეიშვილი მოსამართლეს დაუპირისპირდა და ვითარების განმუხტვას დარბაზში მობილზიებული  მანდატურის სამსახური ცდილობდა.

ცნობისთვის, უჩა მამაცაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ის ე.წ ქოლცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარ მფარველს შორის დასახელდა. ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 150 000 ლარს ითხოვდა.