"მონა ხარ, მოსამართლე, მონა..." - მოსამართლე დიდავას მიერ გამოცხადებულ განაჩენს დაპირისპირება მოჰყვა

05.08.22 15:12
"მონა ხარ, მოსამართლე, მონა..." - მოსამართლე დიდავას მიერ გამოცხადებულ განაჩენს დაპირისპირება მოჰყვა

უჩა მამაცაშვილი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ - ,,ენმ"-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი, მოსამართლის გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა, რის გამოც სასამართლო დარბაზში დაპირისპირება მოხდა და ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომ,ადგენელს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

სხდომა დაატოვებინეს ასევე „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრებსაც. 

ადგილზე ვითარების განმუხტვას დარბაზში მობილიზებული  მანდატურის სამსახური ცდილობდა.

„დიდავა არის მონა, თქვენ ხართ რუსი ოლიგარქები, ხელი გამიშვით, 5000 ლარი განცხადების გამო დაუწერეს იცით? მონა ხარ, მოსამართლე, მონა“- იძახდა სასამართლო დარბაზიდან გაძევებული ხაბეიშვილი.

მოსამართლე დიდავამ "ანტიკორუფციული მოძრაობა" და მისი წევრები, ვასო ურუშაძე და ლაშა ფარულავა, 5000-5000 ლარით დააჯარიმა.

ცნობისთვის, უჩა მამაცაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა, რაც ის ე.წ ქოლცენტრების თაღლითური სქემის 4 მთავარ მფარველს შორის დასახელდა. ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 150 000 ლარს ითხოვდა.