მოსმენების საქმე - პროკურატურამ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა

05.08.22 16:05
მოსმენების საქმე - პროკურატურამ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა

მოსმენების საქმე - პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა „ფორმულას“ ჟურნალისტს სალომე ჩადუნელსა და ტელეკომპანია "კავკასიის“ ჟურნალისტს მარიამ ლომაძეს. ორივე ჟურნალისტმა უკვე დატოვა საგამოძიებო უწყება.

მათ დაადასტურეს იმ დიალოგების ავთენტურობა, რომლებიც სუს-ის კრეფსებში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა როგორც ჟურნალისტებს, ისე სხვადასხვა სფეროს ადამიანებს. 

დღეს სახელმწიფოს მოუწია და აღიარა, რომ ჩემი უფლება დაირღვა და მომანიჭა დაზარალებულის სტატუსი. ახლა მე ველოდები, რომ ძალიან მალე მექნება წვდომა საქმის მასალებზე. ჟურნალისტებს გვისმენენ და ჩვენი პროფესიული საქმიანობის უფლება არის დარღვეული“ - თქვა სალომე ჩადუნელმა.

ახლა შოთაძის უწყებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ობიექტურად წარიმართება გამოძიება.