გაშიფრულია პირი, რომელიც დედაენის ბარზე კიბერშეტევას რუსეთიდან ხელმძღვანელობდა

05.08.22 16:09
გაშიფრულია პირი, რომელიც დედაენის ბარზე კიბერშეტევას რუსეთიდან ხელმძღვანელობდა

ვინ დგას "დედა ენის ბარზე" განხორციელებული კიბერთავდასხმის უკან? ერთ -ერთი ვერსიით, ანტირუსული დაწესებულების წინააღმდეგ კიბერშეტევა მოსკოვიდან დაიგეგმა და ის რუსულმა ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ  განახორციელა.

კიბერშეტევის ორგანიზება საკუთარ თავზე რადიკალური, ნაციონალისტური მოძრაობის ,,მუჟსკოე გასუდარსტვოს" (მამაკაცების სახელმწიფო) ლიდერმა, ვლად პოზნიკოვმა, აიღო.

პოზნიკოვი გასულ წელს საქარათველოში ცხოვრობდა და მის საეჭვო საქმიანობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს.