განყოფილების უფროსმა მითხრა, მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე და რკინა ჩაგიდეო - კახელი ბიზნესმენის სკანდალური ჩვენება

05.08.22 17:15
განყოფილების უფროსმა მითხრა, მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე და რკინა ჩაგიდეო - კახელი ბიზნესმენის სკანდალური ჩვენება

სიღანაღის სასამართლოში სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილზებული. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბრალდბული ბიზნესმენის შვილს დასჭირდა. არასრუწლოვანმა სხდომათა დარბზში გონება მაშინ დაკარგა, როდესაც 38 წლის ლევან ბიძინაშვილი პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ბიზნეს რეკეტზე და იმ მუქრაზე  საუბრობდა, რის გამოც ციხეში აღმოჩნდა. საქმე, რომელსაც ახლა სასამართლო განიხლავს, უპრეცედენტო და სკანდალურია.

ირკვევა, რომ 38 წლის ბიზნემენი ხელისუფლებამ ციხეში მხოლოდ იმის გამო გაუშვა, რომ მან საკუთარი ქონება სიღნაღის პოლიციის უფროსს არ გადაუფორმა. 

ბიძინაშვილი ჩვენების მიცემისას ადგილობრივი განყოფილების უფროსის ლევან მაისურაძის მხრიდან განხორციელებულ  ზეწოლაზე საუბრობს. სუს-ის მიგზავნილი თანამშრომლის პირით ბიზნესმენს 70 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დათმობას სთხოვდნენ. როდესაც არ დათმო დაიჭირეს. 

კახელი ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ პოლიციამ იარაღი ჩაუდო. სპეცოპერაცია  ლევან ბიძინაშვილის გასანეიტრალებლად  რვა თვის წინ წნორი-ტიბაანის გზაზე დაიგეგმა.

არსებული ინფორმაციით, სახლისკენ მიმავალი ბიზნესმენი გააჩერეს, მასზე ფიზიკურად იძალადეს და თითის ანაბეჭდები  უკანონოდ მოიპოვეს.

"ჩემი მიწებით დაინტერესებულები იყვნენ ჩვენი რაიონის პოლიციის კრიმინალური უფროსი და მისი მეგობრები, რომლებიც მითვლიდნენ, რო მაგ მიწებიდან გავწეულიყავი. გავაჩერე მანქანა, დავემორჩილე პოლიციის პიკაპს, გადმოამთრიეს მანქანიდან, მიმაბეს საბარგულზე სადაც წნორის განყოფილების უფროსმა კოღუაშვილმა ყბაზე ხელის მოჭერით და იძლებული გაღებით, ხელთათმანიანი ხელი პირში ჩამიყო, ხოლო სიღნაღის რაიონის უფროსმა მაისურაძემ უკანა საქამრეში იარაღი ჩამიდო. შემდეგ პოლიციის უფროსმა დაიწყო ჩემი ცემა, ვეკითხებოდი რატომ მცემდა, რაზეც მივიღე პასუხი, რომ მე ვიცოდი რაზედაც ვისჯებოდი. განყოფილების უფროსმა მითხრა, მე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე და რკინა ჩაგიდე, რომელსაც აღიარებით ჩვენებაში დაწერ რომ შენია, თუ არადა შენ და შენმა მოსამართლემ არკვიეთ დედალ-მამალიო". - თქვა ჩვენების მიცემის დროს ბიძინაშვილმა.

70 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რომლის დათმობასაც ბიზნესმენს კახეთის პოლიციის შეფი სთხოვდა მისი ცოლის საკუთრებაშია. ბრალდებელი ბიზნესმენი ოჯახი ამტკიცებს, რომ მათ შვილს პოლიციამ ჩასაფრება მოუწყოო.ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს გამოძიებას აძლევენ სამართალდამცველებიც. საქმეში ბევრი უზუსტობაა, მთავარი  ოქმია, საიდანაც ვიგებთ, რომ ერთი და იგივე პოლიციელი ერთსა და იმავე დროს ორ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში პარალელურ რეჟიმში იყო ჩართული.

თუ ბრალდების ვერსიას გავყვებით, გამოდის რომ ბიზნესმენი რომელსაც უახლესი მოდელის სწრაფი ავტომობილი ყავდა პოლიციის მოთხოვნას   არ დაემორჩილა, არ გაჩერდა  და ვენახების მიმართულებით გაიქცა. პოლიცია ამტკიცებს, რომ პიკაპებით შეძლეს და გაქცეულ ბიზნესმენს ბოლომდე სდიეს. საქმეს ორი ოქროს მოწმე ყავს, რომელიც „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა ჩაწერა. ადგილობრივი ცოლ-ქმარი საპირისპირო ვერსიის შესახებ ყვებიან.