სროლა თბილისში - ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე კლინიკაში ექიმმა კოლეგა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა
სროლა თბილსში, - ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე კანის და ვენეროლოგიურ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა კლინიკის დირექტორი, გიორგი გალდავა, ცეცხსასროლი იარაღით დაჭრა.
გიორგი გალდავა მხარში დაჭრილი და ამ დროისთვის მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და მედიკოსის დასაკავებლად ოპერაცია მიმდინარეობს. გამოძიება კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარმოებს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.