ხელისუფლება საფრთხეს რუსეთში კი არა დემოკრატიულ ინსტიტუტებში ხედავს - კინწურაშვილი

06.08.22 15:26
ხელისუფლება საფრთხეს რუსეთში კი არა დემოკრატიულ ინსტიტუტებში ხედავს - კინწურაშვილი

„ქართული ოცნების“ იერიში კრიტიკული მედიაზე, თავდასხმები დიპლომატებსა და არასამთვრობო სექტორზე - ექსპერტები  საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობენ  და ამბობენ, რომ ღარიბაშვილის გუნდისთვის მიუღებელია ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი. ამიტომაც მათი თქმით, ისინი იყენებენ ბრძოლის ყველა მეთოდს და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. 

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება საფრთხეს რუსეთში კი არა დემოკრატიულ ინსტიტუტებში ხედავს.

მმართველ პარტიას აქვს თავისი ფაქტების გადამოწმების ვებგვერდი, სადაც უაპელაციოდ ყვეაფერს ეძახის ფეიკ- ნიუსს. ისმის მუქარები, ფაქტების გადამმოწმებლების მხრიდან. ხელისუფლება საფრთხეს რუსეთში კი არა დემოკრატიულ ინსტიტუტებში ხედავს“. - ამბობს კინწურაშვილი.

საერთაშორისო ფაქტების გადამამოწმებელთა ქსელის ჟურნალისტიკისა და კვლევის ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დროს გახშირებულ ფაქტებზე და წერს, რომ  "მიუხედავად იმისა, რომ ქართული დემოკრატია არასდროს ყვაოდა სიტუაცია ქვეყანაში ახლა განსაკუთრებით დაძაბულია, ვითარება კი კიდევ უფრო საქართველოს მესამე პრეზიდენტის და კრიტიკული ტელევიზიის დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებამ გაამწვავა. 

გაშიფრულია „ქართული ოცნების“ საინფორმაციო კამპანიაც, სადაც სახელუფლებო პარტიამ Facebook-ზე ე.წ "ფაქტების გადამოწმების" გვერდი და ფეისბუკ ანგარიშების ქსელი შექმნა, რომელიც ძირითადად დამოუკიდებულ მედია-საშუალებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და უცხოელ ელჩებს თავს ესხმის, რაც სიძულვილის ჯგუფად გამოცხადებას და მათ დისკრედიტაციას ემსახურება.
 

მსგავსი სიახლეები