16 ივლისის ღამის გამეორება სურთ - გოგაშვილის ცოლი მორიგ ზეწოლაზე საუბრობს
სუს-ის ყოფილი შეფის, სოსო გოგაშვილის ცოლი მორიგ ზეწოლაზე საუბრობს.
თია მარტყოფიშვილის სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ღამის საათებში ასფალტს უგებენ, იმ დღის სცენარივით, როდესაც წყალი გაჰყავდათ და შემდეგ სპეცოპერაცია მოუწყვეს.
გოგაშვილის ცოლი წერს, რომ ზონდერებს 16 ივლისის ღამის გამეორება სურთ და სამართალდამცველებს ახსენებს, რომ სახლში ბავშვები ჰყავს, რომელთა უფლებებიც ირღვევა.
მორიგ ზეწოლას აქვს ადგილი! ორი ადამიანი მოვიდა, რომ ვკითხე ვინ ხართ და რას ზომავთ , პასუხი დამიბრუნეს , “ასფალტი უნდა დავაგოთ ღამის საათებში”
ალბათ უნდათ 16 ივლისის ღამის გამეორება თავისი ზონდერ ბრიგადებით. იგივე სცენარი ხორციელდება, რაც იმ ღამეს რომელიც წყლის გაყვანით და ასფალტის დაგებით დაიწყო. მივმართავ სამართალდამცავებს და ჟურნალისტებს, რომ სახლში მყოფი ბავშვების უფლებები ირღვევა, ვინაიდან მათ მორალურ ზიანი ადგება“. - წერს თია მარტყოფიშვილი.