სისხლიანი ანგარიშსწორება კონდინციონერის პულტის გამო - მედიკოსი ბრალს აღიარებს

06.08.22 17:02
სისხლიანი ანგარიშსწორება კონდინციონერის პულტის გამო - მედიკოსი ბრალს აღიარებს

სისხლიანი ანგარიშსწორება კონდინციონერის პულტის გამო - დაკავებული 76 წლის ექიმის, თეიმურაზ ბეჟანიძის უფლებადამცველი ამბობს, რომ მედიკოსებს შორის დაპირისპირება კონდინციონერი გამო დაიწყო.

დაკავებული ექიმი ამტკიცებს, რომ ხელმძღვანელის მოკვლა განზრახული არ ჰქონდა და ის ირაღით კაბინეტში მხოლოდ შესაშინებლად შეუვარდა. 

ირკვევა, რომ მას შემდეგ რაც 76 წლის დერმატო-ვენეროლოგმა სასამხურიდან გათვისუფლების შესახებ შეიტყო კლინიკის დირექტორს კაბინეტში იარაღის მუქარით შეუვარდა.

„დაზარალებულმა გადაიყვანა სხვა კაბინეტში, იქ კონდინციონერი არ იყო და ვუთხარი იქ ჩემს კონდინციონერს გადავიტანო და ამის უფლება არ მომცაო. კლინიკას არ შეუყიდია ეს კონდინციონერი და ვინაიდან მისი ნაყიდი იყო, სწორედ ამიტომ არ აძლევდა პულტს და ეუბნებოდა, პულტს დაგიბრუნებ იმ შემთხვევაში თუ ჩემს კონდინციონერს დამიბრუნებ ჩემს ოთახში, ან ახალ კონდინციონერს დამიმონტაჟებო. მაგრამ არც ერთი მოხდა და არც მეორე. ხელმძღვანელმა იურისტის პირით შეუთვალა, რომ გათავისუფლებული ხარ სამსახურიდანო, ამის შემდეგ, როგორც თვითონ განმარტავს, იქიდან წამოვიდა შეურაცხყოფა და ამ სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ მან ეს იარაღი, რომელიც თან ჰქონდა ამოიღო და დაშინების მიზნით განახორციელა გასროლა. თვითონ ამბობს, რომ მე ამაში ხელს ვერავინ შემიშლიდა, რადგან წინ მედგა, მაგრამ გავისროლე სხვა მიმართულებითო, მარჯვენა მხარეს და აი იქ უკვე რა მოხდა არ ვიციო“. - ამბობს ადვოკატი.

განზარხ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ ექიმს, თეიმურაზ ბეჟანიძეს ბრალს ხვალ წარუდგენენ. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მსგავსი სიახლეები