სისხლიანი ანგარიშსწორება მედიკოსებს შორის - 76 წლის ექიმმა, შესაძლოა, მისი ბედი ნაფიც მსაჯულებს ანდოს
განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულმა ექიმმა შესაძლოა მისი ბედი ნაფიც მსაჯულებს ანდოს.
ცნობილი დერმატო-ვენერელოგი ამტკიცებს, რომ ხელმძღვანელის მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა და შურისძიება მხოლოდ შესაშინებლად დაგეგმა.
არ არის გამორიცხული საქმეში ირაღის უკანონო ტარების მუხლიც გაჩნდეს და 76 წლის ექიმს ბრალი დაუმძიმდეს.
კონდიციონერის პულტის გამო დაწყებული დავა ექიმის კაბინეტში სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა. ექიმებს შორის კამათი კლინიკა კან-მედის მეოთხე სართულზე დაიწყო.
მას შემდგ რაც 76 წლის ცნობილმა დერმატო-ვენეროლოგმა სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ შეიტყო, კაბინეტიდან კუთვნილი იარაღი აიღო და კანმედის ხელმძღვანელს კაბინეტში შეუვარდა
გამომძიებლებისთვის მიცემულ ჩვენებაში თეიმურაზ ბეჟანიძე ამბობს, რომ გიორგი გალდავა მას მუდმივად ავიწროვებდა. ჯერ კაბინეტი შეუცვალა, მის მიერ ნაყიდი კონდიციონერით სარგებლობა შეუზღუდა, ბოლოს კი სამსახურიდან გაათავისუფლა.
ხელმძღვანელზე შურისძიების შემდეგ 76 წლის ექიმი ადგილიდნ გაიქცა. დანაშაულის ჩადენის იარაღი კლინიკასთან გადააგდო და თავი ნათესავის სახლს შეაფარა. ხელბორკილები ცნობილ დერმატო-ვენეროლოგს პოლიციამ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დაადო.
მომხდარის საკუთარი ვერსია გამომძიებლებს მოუყვა დაზარალებულმაც. სამართალდამცველებმა გიორგი გალდავა დღეს პალატაში გამოკითხეს.
76 წლის ექიმს, ბრალის ხვალ წარუდგენენ. თეიმურაზ ბეჟანიძე გამოძიებასთან თანამშრომლობს დაბრალს აღიარებს. მუხლი, რომლითაც ცნობილ დერმატო-ვენეროლოგს გამოძიება ედავება 10 წლიან სასჯელს ითვალისწინებს.
ვრცლად, ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟი.