ავარია ურეკში - გამოძიება დაწყებულია

07.08.22 12:10
ავარია ურეკში - გამოძიება დაწყებულია

 ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს - ფაქტს აჭარის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველო იძიებს. 

ოფიიალური ინფორმაციით, 6 აგვისტოს დაახლოებით 11:30 საათზე, დაბა ურეკში, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს მე-2 ოპერატიული განყოფილების უფროსი ბ. გ, თავისი მართვის ქვეშ მყოფი Hyundai Elantra -ს მარკის ა/მანქანით შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, რომელიც მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

მსგავსი სიახლეები