სავარაუდო კორუფცია დაავადებათა კონტროლის ცენტრში - უწყება მილიონობით ლარს თავისივე თანამშრომელს უხდის

10.08.22 12:19
სავარაუდო კორუფცია დაავადებათა კონტროლის ცენტრში - უწყება მილიონობით ლარს თავისივე თანამშრომელს უხდის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბიუჯეტიდან მილიონიბით ლარს თავისივე თანამშრომელს უხდის. საქმე თამბაქოს მწეველთა რიცხვის შემცირებას ეხება. სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე კვლევა "აი, ფაქტმა" მოამზადა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ უწყება ცვლილებების მონიტორინგისთვის ტენდერს 2011 წლიდან აცხადებს, ათაოსბით ლარის ღირებულების ტენდერს კი უკვე წლებია მხოლოდ ერთი კომპანია იგებს. აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი კი დაავადებათა კონსტროლის თანამშრომლის ნანა ფეიქრიშვილის ოჯახია. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა დაადგინოს მცირდება თუ არა ქვეყანაში თამბაქოს მწეველთა რაოდენობა. 

ბოლო ათი წელია ხელშეკრულებებს უფორმებს ერთსა და იმავე ორგანიზაციას. ამ პერიოდის განმავლობაში სულ გაფორმებული აქვთ 31 ხელშეკრულება და გადახდილი აქვთ ორნახევარი მილიონი ლარი. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ეკუთვნის დაავადებათ ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს და მის მეუღლეს. ეს არის ნანა ფეიქრიშვილი. შეიძლება ადმაინს, რომელიც მუსოაბს დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ჰქონდეს გავლენა სახელმწიფო შესყიდვის პროცესზე. ორგანიზაცია, რომელსაც ქირაობს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომ ჩაატარონ მონიტორინგი თუ როგორ სრულდება კანონი, რომელიც 2017 წელს გამკაცრდა, ეს ორგანიზაცია არის ამ ცვლლებების ავტორი. გამოდის, რომ შეიძლება არც იყოს ობიექტური ეს ორგანიზაცია თავისივე დაწერილი კანონპროექტის აღსრულების შეფასებისას, - ამბობს "აი, ფაქტის" წარმომადგენელი. 

 

 

მსგავსი სიახლეები