სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ე.წ. ,,გლოვოს" კურიერი დაკავებულია

20.04.21 15:39
სისხლიანი დაპირისპირება თბილისში - ე.წ. ,,გლოვოს" კურიერი დაკავებულია

დოლიძე-ხილიანის კვეთაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების მთავარი ფიგურანტი დაკავებულია. გამოკითხვები კი პოლიციის შენობაში ამ დრომდე გრძელდება. სამართალდამცავებმა უკვე გამოჰკითხეს დაჭრილი ლევან ათანელაშვილის დედა, რომელიც ამავდორულად მისი უფლებადამცველიცაა. 

ნაკაშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველები ტვ პირველთან ყვებიან, რომ ,,გლოვოს" ლოგოიან ტრანსპორტში მყოფი პირი უმისამართოდაც ისროდა. ადგილობრივის თქმით, სროლის დროს ტყვია მის მანქანასაც მოხვდა. 

ინციდენტის დროს სახლში ვიყავი, ძლიერი ხმა გავიგე, ისროდნენ. აივნიდან რომ გადმოვიხედე, ადამიანები გარბოდნენ. შემდეგ ჩემს მანქანაზე სიგნალიზაციის ხმა ჩაირთო. მივხვდი, რომ ესროლეს. როცა ჩამოვედი, ვნახე ერთი ტყვია, რომელიც მანქანას ესროლეს, სხვა არაფერი ვიცი. ადგილზე გამომკითხა პოლიციამ, - ამბობს ადგილობრივი. 

 

მსგავსი სიახლეები