"დანა ამოვიღე და 6-7 ჭრილობა მივაყენე დედაჩემს" - "პირველებმა" არასრუწლოვნის ჩვენება მოიპოვა

16.08.22 11:33
"დანა ამოვიღე და 6-7 ჭრილობა მივაყენე დედაჩემს"   - "პირველებმა" არასრუწლოვნის ჩვენება მოიპოვა

არასრუწლოვანი შვილის მიერ დედის სატიკი მვკლელობა - "პირველებმა" ნოურუზ ხალილოვის შოკისმომგვრელი ჩვენება მოიპოვა.

 17 წლის ბიჭს ჩვენებაში წამის სიზუსტით აღწერს, როგორ დაგეგმა დედის მკვლელობა რამდენიმე დღით ადრე. ხალილოვი ყვება, როგორ სთხოვა მეგობარს ამ საქმეში დახმარება და როგორ შეპირდა, რომ მომხდარს მხოლოდ საკუთარ თავზე აიღებდა. 

არასრუწლოვანი ჩვენებაში წერს, რომ მკვლელობა თავდაპირველად სულ სხვა სცენარით ჰოქნდა დაგეგმილი, თუმცა დედამ წინააღმდეგობა გაუწია და სხვაგვარად მოქმედება მოუწია. 

ასევე, ირკვევა, რომ საზარელი მკვლელობის მოტივი ღირსების აღდგენა გახდა. 

მე მას ვუთხარი, რომ ვაპირებდი დედაჩემის მოკვლას ფანჯრიდან გადაგდების გზით. ვთხოვე, რომ ისიც წამოსულიყო და ასეთ სიტუაციაში მარტო არ დავეტოვებინე. იგი დამთანხმდა და შემპირდა, რომ დამეხმარებოდა დედაჩემის მვკელობაში. იმ საღამოს დავგეგმეთ, რომ ჟალა ხალილოვა დაგვეთრო, რის შემდეგაც მე ჟალას ფანჯრიდან გადავაგდებდი, ხოლო რამილი დამეხმარებოდა მის გადაგდებაში. როცა დედაჩემმა საღამოს სუფრის ალაგება და სამზარეულოში გატანა დაიწყო, მოქმედებაზე გადავედით, შევედი ოთახში, ვწვდი ფეხებში, ავქწე, მაგრამ წინააღმდეგობას მიწევდა. მე უკვე ისე ვიყავი გამწარებული, ჯიბიდან დანა ამოვიღე და დაახლოებით 6-7 ჭრილობა მივაყენე დედაჩემს. რამილი პირსახოც აფარებდა მას, რომ არ ეყვირა. როცა დავრწმუნდით, რომ მოვკალით, მისივე მანქანაზე დავსხედით და დანა შორიახლოს, ჩინელების დასახლებაში გადავაგდეთ, - წერს ჩენებაშ 17 წლის ნოურუზ ხალილოვი. 

დედის მკვლელობისთვისთვის ბრალდებულ შვილს დღეს სასამართლოში მიიყვანენ. 17  წლის ბიჭი, სავარაუდოდ, დუმილს დაარღვევს და მოსამართლეს ეტყვის, რამ აიძულა დედა სამზარეულოს დანით მოეკლა. არასწრულოვანს  თანამზრახველთან ერთად ასამართლებენ.

ღირსების აღდგენის მოტივით დაგეგმილი მკვლელობის უკან, ერთი ვერსიით, ყოფილი ქმარი დგას.

მსგავსი სიახლეები