ბავშვმა მითხრა, ნიკოლოზმა გოგო გამაცნო, შენი მეორე დედა არისო, მერე საწოლზე ერთმანეთს კოცნიდნენ და მე ვუყურებდიო - დოროყაშვილი

16.08.22 15:19
ბავშვმა მითხრა, ნიკოლოზმა გოგო გამაცნო, შენი მეორე დედა არისო, მერე საწოლზე ერთმანეთს კოცნიდნენ და მე ვუყურებდიო - დოროყაშვილი

ბასილაშვილები დოროყაშვილს შვილის წართმევით ემუქრებოდნენ და ბავშვს დედის წინააღმდეგ განაწყობდნენ - საქალაქო სასამართლო ისევ ყურადღების ცენტრშია.

თითქმის ოთხი საათია ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის წინააღმდეგ ჩვენებას მისი ყოფილი მეუღლე აძლევს. ნელი დოროყაშვილის მონაყოლით ირკვევა, რომ ხშირ შემთხვვაში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის თვითმხილველი მათი არასწრულოვანი შვილიც იყო.  

დოროყაშვილი ამბობს, რომ როდესაც მათი შვილი 2 კგ დაიბადა, დედამთილი ამაზე საუბარს უკრძალავდა და ნეკას აბრალებდნენ , რომ დღენაკლული ბავშვი გააჩინა. 

„ბავშვმა მითხრა, ესეც მითხრაო, შენ დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექი და იმ სახლში არ წახვიდე, მგლები არიანო. ძაან შეშინებული იყო, მომიყვა, როგორც დაარტყა ნიკოლოზის დედამ თავში. ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა ლუკას და შემდეგ გამოეწერა ნატალიას, ნიკოლოზის დედას შემაკავებელი ორდერი. ერთხელ ჰყავდა ნიკოლოზს ბავში წაყვანილი და როდესაც მომიყვანა, ბავშვი იყო შარვლის გარეშე, ჩასველებულ მდგომარეობაში. იყო მშიერი. მითხრა, მეო ნიკოლოზმა ვიღაც გოგო გამაცნოო, სახელი მითხრა, აღარ მახსოვს და ასე მითრაო, რომ ეს შენი მეორე დედა არისო. მეუბნებოდა შემდეგ, რომ ისინი იწვნენ საწოლზეო, კოცნიდნენ ერთმანეთს და მე ვუყურებდიო. ასევე ასე მითხრა ლუკამ, რომ ნიკოლოზმა მითხრა, რომ დედაშენი შენთან არ მარეკინებსო“.- ამბობს დოროყაშვილი.

ვარსკვლავური ოჯახის დამალულ ამბებს ნელი დოროყაშვილი უკვე რამდენიმე საათია პირდაპირ სასამართლო დარბაზში საჯაროდ ყვება.  მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორც სცემდა ყოფილი ქმარი და  როგორ საშინლად ექცეოდა ყოფილი დედამთილიც.

გამაოგნებელ ბრალდებებს მდუმარედ უსმენს ნიკოლოზ ბასილაშვილი. 
ის პროცესსს უცხოეთიდან დისტანციურად ესწრება.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.