რაღაც დონეზე ხომ უნდა შედგეს ეს ოხერი დემოკრატია - ზურაბ გურული

20.04.21 16:47
რაღაც დონეზე ხომ უნდა შედგეს ეს ოხერი დემოკრატია - ზურაბ გურული

ნამახვანის პროტესტსა და საპარლამენტო კრიზისს აქვს ერთი ფუნდამენტური მსგავსება, ვერც ერთმა ჩამოაყალიბა საფუძვლიანად საკუთარი მოქმედების აზრი და პრინციპი, - ამის შესახებ მწერალმა და მისისიპიპის უნივერსიტეტის პროფესორმა, ზურაბ გურულმა, სოციალურ ქსელში დაწერა.  გურული მიიჩნევს, რომ ნამოხვანშიც და პარლამენტშიც ზედაპირული მორიგება მოხდება, რაც პრობლემას ვერ მოაგვარებს.

შესაბამისად, ორივე ზედაპირულია და რადგან ზედაპირულია, მორიგებაც ზედაპირზე შედგება და შედგება ისე, რომ მათი გამომწვევი მიზეზი უცვლელი დარჩება. მორიგება კი აუცილებლად უნდა შემდგარიყო და შედგება, რადგან კიდევ ერთი ბაზისური მონაცემი აერთიანებს ორივე პროტესტს; მისი მონაწილეები არ არიან იმ ზომამდე სასოწარკვეთილნი, რომ მათი აღშფოთება ეგზისტენციურ ზღვარზე ქანაობდეს: ანუ სიკვდილი ან გამარჯვება. - წერს ზურაბ გურული.

მწერალს მიაჩნია, რომ ორივე შემთხვევაში მხარეებმა მთავარი პრინციპი დათმეს, რამაც არაეფექტურად იმუშავა.

დამთმობსა და დათმობის მიმღებსაც ერთნაირად რყვნის მთავარი პრინციპის დათმობა. ამიტომ ე.წ. წითელი ხაზების გავლება ძალიან იშვიათად უნდა მოხდეს, რადგან წითელ ხაზებზე გადასვლა-გადმოსვლის შეჩვევას მოქმედნიც და მაყურებლებიც საბოლოოდ "წითელი ფანრების უბანში" გადაჰყავს. "წითელი ფანრების უბანში" კი მკვეთრად არიან გამიჯნულნი სიამოვნების მიმღებნიც, შორიდან მაყურებლებიც და მუდამ მორჩილად გაწოლილნიც. რაღაც დონეზე ხომ მაინც უნდა შედგეს ეს ოხერი დემოკრატია  - წერს ზურაბ გურული.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები