ნინი გოგაშვილი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს
ნინი გოგაშვილის ამბობს, რომ მამამისის მიერ ციხიდან გავრცელებული განცხადებები სიმართლეს შეესაბამება და ამას ვახტანგ გომელაურის მიერ ციხეში განხორციელებული ზარი და მუქარაც ადასტურებს.
„სოსო გოგაშვილს სიმართლე რომ არ გაევრცელებინა და ის განცხადებები, რომელიც მან ციხეში ყოფნის პერიოდში გაავრცელა სინამდვილესთან რომ არ იყოს ახლოს, მას შინაგან საქმეთა მინისტრი არ დაურეკავდა ციხეში და არ დაემუქრებოდა რომ გაჩერებულიყო. ეს ფაქტები ადასტურებს იმას, რომ ის ავრცელებს რეალურ ინფორმაციას, რომელიც ფაქტებზეა დაყრდნობილი“. - ამბობს გოგაშვილის ქალიშვილი.
ასევე, ამ წუთებში, ცნობილი ხდება, რომ ნინი გოგაშვილის, ხვალ 1 საათზე საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული გამოკითვაზე. მათ აინტერესებს რა გზით მოხვდა ის რუსთავის 12-ე დაწესებულებაში, ვის შეხვდა ვიდრე გოგაშვილის სანახავად შევიდოდა და რა ინფორმაცია მიაწოდა ოჯახის წევრებს სუს-ის ყოფილმა შეფმა.