ნიკა მელიას გათავისუფლების ბევრი გზა არსებობს - ნინო ლომჯარია

20.04.21 17:30
ნიკა მელიას გათავისუფლების ბევრი გზა არსებობს - ნინო ლომჯარია

მაინტერესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათავისუფლების გზებზეც უნდა ვესაუბრო - ამ წუთებში სახალხო დამცველი რუსთავის მე 12-ე დაწესებულებაში მყოფ ნიკა მელიას ხვდება.

ვაპირებ მელიას ნახვას, მაინტერესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი გათავისუფლების გზებზე ვესაუბრები. ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება,იყოს  გათავისუფლებული ნიკა მელია, პროკრატურას გირაოს გარეშეც შეუძლია, დევნაც შეწყვიტოს, ბევრი ვარიანტი არსებობს და მათზე ვესაუბრები მელიას - განაცხადა შესვლის წინ ნინო ლომჯარიამ.

ერთი საათის წინ ნიკა მელია მისმა თანაგუნდელებმა ინახულეს. ,,თავისუფლება აღკვეთის გარეშე" - ეს იყო ნიკა მელიას საბოლოო პოზიცია, რაც თანაგუნდელებთან დააფიქსირა.